ჰოროსკოპი

31 აგვისტოს ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე“ გამოჩნდება – რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ეს ფენომენი: დღის ჰოროსკოპი

2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან ორი აგვისტოშია. პირველი სუპერმთვარე 1-ელ აგვისტოს გამოჩნდა, მეორე, „ლურჯი სუპერმთვარე“ 31 აგვისტოს დადგება და მისი სიკაშკაშე პიკს 05:35 სთ-ზე მიაღწევს. მეცნიერების განმარტებით, ამ დროს მთვარე მაქსიმალურად ახლო მანძილზეა დედამიწიდან დაშორებული. ეს ფენომენი სავსემთვარეობას ემთხვევა. ეს ორი მოვლენა ცალ-ცალკე ხშირად ხდება, ერთმანეთს კი იშვიათად ემთხვევა.

მალე ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე“ გამოჩნდება და ეს ულამაზესი სანახაობა ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.

ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გვექნება.

თუ გარეთ გასვლის და მისი დანახვის საშუალება არ გაქვთ, იტალიელი ასტრონომი ჯანლუკა მასი პირდაპირ ეთერს ჩართავს, როდესაც მთვარე რომის კოლოსეუმის თავზე ამოვა.

მიუხედავად სახელისა, ამ დროს  ლურჯი მთვარე ცისფრად ნამდვილად არ ანათებს და და უფრო ნარინჯისფერი შესახედაობა ექნება. უფრო მეტიც, გაურკვეველია, საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი. როგორც ჩანს, საუკუნეების წინათ ამ ტერმინს შეუძლებელი მოვლენის გამოსახატავად იყენებდნენ.

რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:

ვერძი – იზოლაციის დასასრული. მედიტაციური მდგომარეობა. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. რაღაც ინფორმაციებს ფარდა ეხდება.

კურო – სოციალური თემების, ინტერნეტთან დაკავშირებული საქმიანობის აქტუალიზაცია. მეგობრების თემას მიაქციეთ ყურადღება. ღონისძიებებზე თქვენ მიმართ ყურადღება მატულობს.

ტყუპი – კარიერულ ასპარეზზე, ასევეб შესაძლოა სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები. მეტი ყურადღება დაუთმეთ საბუთებსა და მეტად იყავით ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე.

კირჩხიბი – ცვლილებები განათლების, უცხოეთის თემებთან დაკავშირებით. შესაძლოა მოგზაურობაც მოგიწიოთ. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სფეროს, როგორც პირად, ისე საქმიან კავშირებსაც.

ლომი – მემკვიდრეობასთან, კრედიტის თემასთან, დიდ ფინანსებთან, ღრმა ფსიქოლოგიურ თემებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. შესაძლოა იყოს დანაკარგებიც.

ქალწული – პარტნიორული საკითხების წინ წამოწევა, როგორც პირად სასიყვარულო, ისე საქმიანობასთან დაკავშირებული. ახლა შესაძლოა შედეგებსაც მიაღწიოთ.

სასწორი – მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს (შესაძლოა გამოჯანმრთელება). ან გარკვეული ყოფითი და სამსახურებრივი საკითხების, ჩვევების ცვლა. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარიც.

მორიელი – ბავშვებთან დაკავშირებული თემის აქტუალიზაცია. შემოქმედებითი უნარები მეტად იჩენს თავს, ასევე რომანტიკულ ვნებათაღელვაში მოექცევით.

მშვილდოსანი – სახლთან, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული თემების ეპიცენტრში ხართ, შესაძლოა სიახლე ბიზნესის კუთხით, რემონტის სახით ან სულაც ახალი ბინადარი ოჯახში.

თხის რქა – კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი. შედეგები მეზობლებთან, ნათესავებთან, და-ძმებთან მოლაპარაკებებში ან დავების პროცესების დასრულება. მგზავრობები და სწავლის საკითხების აქტუალიზაცია.

მერწყული – ფინანსებთან დაკავშირებული თემა აქცენტირებულია. შესაძლოა მიიღოთ ფულადი ჯილდო, გამოჩნდეს ახალი ფინანსური წყაროები.

თევზებიცვლილებები შესაძლოა ნებისმიერ სფეროს მოიცავდეს, დაწყებული ჯანმრთელობით, იმიჯით დასრულებული, ზოგადად, ურთიერთობების კუთხით. იყავით ყურადღებით ახალ შემოთავაზებებთან დაკავშირებით, ყველა საკითხს რაციონალურად მოეკიდეთ.

რა საერთო რჩევას გვაძლევს ასტროლოგი 2023 წლის ზაფხულის ბოლო დღეს, წაიკითხეთ ქეთი ოდიშელის პოსტში:

p. s. ლურჯი მთვარე ორი სახისაა – სეზონური და კალენდარული. პირველ შემთხვევაში ეს რომანტიკული სახელწოდება ჰქვია მესამე სავსემთვარეობას ასტრონომიულ სეზონზე, რომელიც გამოითვლება არა კალენდრის მიხედვით, არამედ დღეღამტოლობის და მზებუდობის წერტილებიდან. მაგ., ასტრონომიული ზაფხული 21 ივნისიდან (ზაფხულის მზებუდობა – ყველაზე გრძელი დღე) 23 სექტემბრამდე (შემოდგომის ბუნიობადღეღამტოლობა) გრძელდება.

ამ სავსემთვარეობის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ის „ზედმეტია“. ჩვეულებრივ, ასტრონომიულ წელიწადში სავსემთვარეობის რაოდენობა თვეების რაოდენობას ემთხვევა. ამის მიუხედავად მთვარის ციკლი შეადგენს არა 30 დღეს, არამედ 29,5-ს, რის გამოც დედამიწის თანამგზავრი  12 ციკლს 354 დღეში გადის და პლანეტას უსწრებს, ამიტომაც ყოველ 2,5-3 წელიწადში წლის გამავლობაში კიდევ ერთი – მე-13 სავსემთვარეობა ჩნდება. ამ პრინციპით ხდება ნაკიანი და არანაკიანი წლების ცვლაც.

კალენდარული ლურჯი მთვარე უფრო ცნობილი განმარტებაა. ეს არის მეორე სავსე მთვარე კალენდარულ თვეში. ფენომენი, რომელსაც 31 აგვისტოს ვხედავთ, სწორედ ამ ტიპისაა.

ამავდროულად, სახელწოდება „ლურჯი მთვარე“ არაფერ შუაშია ციური სხეულის ფერთან. ჩვენი თვალისთვის დედამიწის თანამგზავრი ჩვეულებისამებრ თეთრი დარჩება ვერცხლისფერი ან მოყვითალო ელფერით. ერთი ვერსიით, ამ ასტრონომიული ფენომენის სახელი უკავშირდება ინგლისურ გამოთქმას Once in a Blue Moon – „ერთხელ ცისფერი მთვარის დროს“, რაც ნიშნავს „ძალიან იშვიათად ან არასდროს“ – თუმცა მისი ზუსტი წარმოშობა უცნობია.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close