ამინდისაქართველო

გაფრთხილება ამინდის შესახებ: წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი 25-26 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ჩვენი ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close