ვიდეოიტალიასაზოგადოება
მილანს ტორნადომ გადაუარა, არის მსხვერპლი – უამინდობა ლომბარდიას ანადგურებს (ვიდეო)
მილანის გარეუბნებს ტორნადომ გადაუარა.
საბედნიეროდ, სტიქია პარასკევს, 21 ივლისს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს მიაღწია. განსაკუთრებით დაზარალდა ჩინიზელო-ბალზამოს და სესტო-სან-ჯოვანის პროვინციები.
ვრცელდება ცნობები შენობების დაზიანებისა და ნგრევის, ასევე, მსხვერპლის შესახებაც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ადამიანი მეხის დაცემის შედeგად გარდაიცვალა, ერთ ქალბატონს კი ფესვებიანად მოგლეჯილი ხე დაეცა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურ სამსახურებს არ დაუდასტურებიათ.
ტორნადოს კოკისპირული წვიმაც დაემატა, რამაც რამდენიმე რაიონის დატბორვა გამოიწვია.
სერენოს ქუჩებში კი ყინულის მდინარეები მიედინებოდა.
მანანა ბანძელაძე
ჩრდილოეთ იტალიაში ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა (ვიდეო)
კომენტარები