იტალიასაზოგადოება

ჩრდილოეთ იტალიაში ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა (ვიდეო)

ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში (ადმინისტრაციული ცენტრი – ვენეცია) მოსულმა ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვამ 100-ზე მეტი ადამიანი დააზიანა.

CNN-ის ინფორმაციით, სტიქიასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის პრობლემის გამო სასწრაფო დახმარების სამსახურში 500-მდე ზარი შევიდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხეების მოწყვეტის შედეგად დაზიანდა სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. სეტყვამ დიდი ზარალი მიაყენა ადგილობრივების ნათესებსაც.

მედიის ცნობით, ძლიერი, „ლიმონის ზომის“ სეტყვა იყო ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ მანტუაშიც. სტიქიამ მზის პანელები და ბაღები დააზიანა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close