რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგია

დედამთილის შიში: ექვსი ყველაზე უცნაური ფობია, რომლებიც ძალიან გაგაოცებთ

ფობია – ეს ირაციონალური შიშია რაიმე საგნის, სიტუაციის ან ცოცხალი არსების მიმართ და, როგორც წესი, წარმოიქმნება ისეთი რამის საპასუხოდ, რაც რეალურ ზიანს არ გამოიწვევს, აცხადებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, ისეთი ცნობილი ფობიების გარდა, როგორიცაა ობობის, სიმაღლისა თუ ჩაკეტილი სივრცის შიში, არსებობს უამრავი ნაკლებად ცნობილი და მეტად უცნაური ფობია.

ქვემოთ ექვს ასეთ უჩვეულო შიშს გაგაცნობთ.

პენტერაფობია – დედამთილის/სიდედრის შიში

„პენტერა“ (penthera) ბერძნული სიტყვაა და დედამთილს (სიდედრს) ან მამამთილს (სიმამრს) ნიშნავს.
ამ ფობიის მიზეზები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, ამ შიშის ჩამოყალიბებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: ოჯახური ტრავმა, უარყოფითი გამოცდილება ან წარუმატებლობის შიში.
გარდა ამისა, პენტერაფობია ასევე შეიძლება გამოიწვიოს მიჯაჭვულობის შიშმა ან დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშმა.

არაქიბუტიროფობია – არაქისის კარაქის სასაზე მიწებების შიში

არაქიბუტიროფობიის მქონე ადამიანებს ამის უკიდურესად ეშინიათ. სხვადასხვა ადამიანში ეს აშლილობა სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით ვლინდება. მიუხედავად ფობიისა, ზოგი მაინც ჭამს მცირე რაოდენობით არაქისის კარაქს, ზოგი კი საერთოდ ერიდება არა მარტო ამ პროდუქტს, არამედ ყველა მსგავსი ტექსტურის მქონე პროდუქტსაც.
არაქიბუტიროფობია იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც, გარდა არაქისზე ალერგიისა, შეიძლება გამოწვეული იყოს წებოვანი საგნების მიმართ შიშით, ან ჰაერის უკმარისობის დიდი შიშით.

ოპტოფობია – თვალების გახელის შიში

ეს შიში შეიძლება უკიდურესად საზიანო იყოს, ვინაიდან თვალების გახელის გარეშე ყოველდღიური საქმიანობის შესრულება ძალიან ძნელია.
ოპტოფობიის მქონე ადამიანები შინიდან გასვლას ერიდებიან და სუსტად განათებულ სივრცეში ყოფნას ამჯობინებენ.
ეს შიში ხშირად ასოცირდება გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან და, ბევრი სხვა ფობიის მსგავსად, ისიც ხშირად ტრავმული მოვლენის შედეგია.

ჰიპოტომონსტროსესკიპედალიოფობია – გრძელი სიტყვების შიში

ცოტა არ იყოს, სახალისოა, რომ სიტყვა, რომელიც გრძელი სიტყვების შიშს გამოხატავს, ყველაზე გრძელი სიტყვაა ინგლისურ ენაში. ამ ფობიის კიდევ ერთი სახელია სესკვიპედალოფობია.
როგორც მიიჩნევა, გრძელი სიტყვების პათოლოგიური შიში იმიტომ ყალიბდება, რომ ზოგი ადამიანი მრავალასოიანი კომბინაციების არასწორი გამოთქმის გამო უკიდურეს უხერხულობას გრძნობს. ფობიას საფუძველი შესაძლოა ჯერ კიდევ მცირე ასაკში ჩაეყაროს, როდესაც, მაგალითად, ბავშვი რაიმე ტექსტს კითხულობს ხმამაღლა თანაკლასელების წინაშე.
ეს ფობია ასევე ხშირია დისლექსიის მქონე ადამიანებში.

ერგოფობია – მუშაობის შიში

ერგოფობიით დაავადებულები ზედმეტად შფოთავენ თავიანთი სამუშაო ადგილისა და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით.
ამასთან, ზოგიერთს შეიძლება ფიზიკური შრომის ან ინდივიდუალური მუშაობისა ეშინოდეს, ზოგს კი –  ზოგადად, საქმიანობისა.
მუშაობის შიშმა შეიძლება შფოთვითი შეტევები გამოიწვიოს და ხელი შეუშალოს ადამიანს პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.
ერგოფობია შეიძლება იყოს პროფესიული გამოფიტვის შედეგი, როდესაც ადამიანი იმდენად ისტრესება და იღლება სამუშაოსგან, რომ აღარაფრის ძალა აღარ აქვს.

დეიპნოფობია – სხვებთან ერთად ჭამის შიში

ეს პათოლოგია შეიძლება გამოწვეული იყოს ტრაპეზისას ან მის შემდეგ საუბრის გაგრძელების აუცილებლობით.
უმეტეს შემთხვევაში დეიპნოფობია ადამიანის წარსულ ტრავმულ მოვლენებს უკავშირდება – ბავშვობის დროინდელ კვებით ჩვევებს ან დაცინვას იმის გამო, რომ ის სუფრასთან ქცევის ეტიკეტს არ აკმაყოფილებდა.
დეიპნოფობიის მქონე ადამიანები დისკომფორტს გრძნობენ სხვა ადამიანების თანდასწრებით ჭამის დროს და ამის გამო უპირატესობას მარტო სადილობას ანიჭებენ. ხოლო თუ წვეულებაზე დასწრება გარდაუვლად აუცილებელია, სუფრასთან უხმოდ ჯდომას არჩევენ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close