საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში აკროპოლისი დაიკეტა უპრეცედენტო სიცხისგან ტურისტების დასაცავად

პარასკევს შუადღისას საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიხურა ვიზიტორების მზისგან „დასაცავად“.

მოხალისეები საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად უფასო წყალს არიგებდნენ, ადგილზე გაგზავნეს პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები.

სინდაღმის მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, აკროპოლისის მიმდებარედ – 48 გრადუსს.

საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ დღეიდან სიცხის ინტენსივობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას ქვეყნის უმეტეს ნაწილებში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close