მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი კუდით – მეცნიერება მიზეზის ძიებაში

შეიძლება ზღაპარივით ჟღერდეს, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ადამიანები შეიძლება უკანა ტანთან უძვლო გამონაზარდით დაიბადონ, რომლის სიგრძე ზოგჯერ 18 სანტიმეტრს აღწევს.

ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 40 ბავშვია დაბადებული კუდით, რომელიც უძვლო, რბილ, თითის მსგავს გამონაზარდს წარმოადგენს და ადვილად სცილდება ქირურგიული ჩარევით.

მიუხედავად ასეთი იშვიათობისა, ასეთი შემთხვევები უჩვეულოდ ძლიერ ინტერესს, მღელვარებას და შფოთვას იწვევს. ხშირად იმიტომ, რომ „კუდი“ დიდი ხნის წინ გამქრალი წინაპრების კეთილთვისებიან, ევოლუციურ გადმონაშთად მიიჩნევა.

როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა ეფუძნება მოძველებულ თეორიას, რომელიც უკვე ათწლეულებია, სადავოა. ამ ბავშვების შემთხვევაში რეალობა შეიძლება გაცილებით უარესი იყოს და ის ნამდვილად იმსახურებს სამედიცინო ყურადღებას.

გამონაზარდები, რომლითაც ზოგიერთი ბავშვები იბადებიან, ისტორიულად მიიჩნეოდა „ნამდვილ“ ან „გაქრობად“ კუდად, თუმცა, ეს აზრი ცოტა მცდარია, რადგან ნამდვილად არ ჰგავს ბუნებაში არსებულ სხვა არცერთ კუდს. ძირითადად არ აქვს ძვლები, ხრტილები ან ზურგის ტვინი. ისინი უბრალოდ ჩამოკიდებული წანაზარდებია რაიმე მკაფიო ფუნქციის გარეშე.

მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს წანაზარდები ისეთივე უსაფრთხოა, როგორც მეცნიერები ადრე ფიქრობდნენ.

ამ კუდების წარმოშობის შესახებ არასწორი გაგება სათავეს თვით ჩარლზ დარვინიდან იღებს. საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დარვინი ვარაუდობდა, რომ ადამიანის ვესტიგალური კუდი ევოლუციური შემთხვევითობაა ან განუვითარებელი გადმონაშთი პრიმატი წინაპრისგან, რომელიც ოდესღაც კუდიანი იყო.

1980-იან წლებში, მეცნიერებმა ეს თეორია განავითარეს. ირწმუნებოდნენ, რომ გენეტიკური მუტაცია, რომელიც ადამიანებს განუვითარდა და კუდები გაუქრო, ზოგჯერ შეიძლება თავის წინაპრის მდგომარეობას დაუბრუნდეს.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/ratom-ibadeba-

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close