მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამაღამ 40 ათასი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული

საფრანგეთში ამაღამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელისუფლება 40 ათასს სამართალდამცველს განათავსებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა მედიასთან განაცხადა.

ჟერალდ დარმანენის თქმით, გუშინ საფრანგეთში უსაფრთხოებას მხოლოდ ცხრა ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფდა.

მინისტრის ცნობით, არეულობისას საფრანგეთში დაკავებულია 180 ადამიანი. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 170 ოფიცერი დაშავდა.

„საუბარი არ იყო მცირე პროტესტზე. საუბარია ხალხის მცირე ჯგუფზე, რომლებმაც გადაწყვიტეს რესპუბლიკის სიმბოლოებზე თავდასხმა. როდესაც თავს ესხმი სკოლებსა და სათემო ცენტრებს ან ქალაქის მერიას, შენ ესხმი სიმბოლოებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც პირობა დადო, რომ ქვეყანაში სამართლიანობას, მშვიდობას და თავისუფლებას აღადგენს.

საფრანეგთის ქალაქ ნანტერში სამართალდამცველის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close