ჯანმრთელობარჩევები

რა არის ჰალუცინაცია?

თუ დაფიქრდებით, ჰალუცინაციები ფილმებში, ძირითადად, საშიშ რაღაცებს უკავშირდება, ასეთი სცენები გვაჩვენა ლეონარდო დიკაპრიომ „შეშლილთა კუნძულში“, ნატალი პორტმანმა „შავ გედში“ და ხოაკინ ფენიქსმა „ჯოკერში“. თითოეულ სცენარში მსახიობები ფსიქოლოგიური სტრესის გარკვეულ ფორმებს განიცდიან…

თუმცა ხშირად ჰალუცინაციებზე არასწორად ვიღებთ ინფორმაციებს და ასე იყო ჯოკერის შემთხვევაშიც, სადაც ერთმანეთს არასწორად უკავშირდება ჰალუცინაციები, მენტალური ჯანმრთელობის საკითხები და ძალადობა. ეს კი არსებულ მცდარ მოსაზრებებს აძლიერებს…

რა არის ჰალუცინაცია?

აღქმაა, რომელიც გარეგანი სტიმულის გარეშე ჩნდება, ეს ნებისმიერ ადამიანურ გრძნობას შეიძლება მოიცავდეს. მაგალითად, აუდიოჰალუცინაციები ისეთი ხმების გაგონებას გულისხმობს, რომლებიც რეალურად არ არსებობს; ვიზუალური – ისეთი სინათლეების, ობიექტებისა თუ ადამიანების დანახვას, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არ არიან; ტაქტიკური კი უცნაურ შეგრძნებებს იწვევს, ისეთს, თითქოს რაღაც გაცოცდებათ კანზე… ზოგიერთი ჰალუცინაცია გემოსა და სუნსაც უკავშირება.

მე-17 საუკუნემდე ჰალუცინაციებს კულტურული და რელიგიური მნიშვნელობებით ხსნიდნენ, შემდგომ კი წინ ფიზიკური და მენტალური დაავადებების საკითხებმა წამოიწია. ამგვარად, ჩვენ უკვე ისიც ვიცით, თუ ტვინის რომელი რეგიონებია აქტიური ჰალუცინაციების დროს.

რა იწვევს ჰალუცინაციებს?

შესაძლოა, ეს სერიოზული მენტალური პრობლემის მანიშნებელი იყოს – ხშირად შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობის, პოსტტრამვული სტრესული აშლილობისა და დეპრესიის დროს გვევლინება. თუმცა სხვა სამედიცინო მდგომარეობებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული, იქნება ეს ცხელების, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია თუ შაკიკი. ადამიანს გლოვის დროსაც შეიძლება ჰქონდეს ან უბრალოდ, ძილის დარღვევისას…

შესაძლოა, ჰალუცინაციები საშიში იყოს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის

ჰალუცინაციების ირგვლივ არსებულ სტიგმასა და არასწორ აღქმებს დიდი გავლენა აქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას გამოცდიან. მათ ეშინიათ, რომ უცნაურად ან საშიშად ჩაითვლებიან, ამიტომ დახმარების თხოვნისგანაც თავს იკავებენ. თუმცა ეს ყოველთვის საშიში არ არის, ზოგიერთი ნეიტრალურიც კი შეიძლება იყოს…

როგორ დავუჭიროთ მხარი ჰალუცინაციის მქონე ადამიანს?

  • ჰკითხეთ, სურთ თუ არა ამ თემაზე თქვენთან საუბარი და მოუსმინეთ განსჯის გარეშე, მაგალითად უთხარით: არ მესმის ის, რაც შენ, მაგრამ შეგიძლია ამის შესახებ მომიყვე?
  • მოუსმინეთ, არ ეკამათოთ ან დაადანაშაულოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰალუცინაციები რეალობას არ ეფუძნება კონკრეტული ადამიანისთვის ნამდვილია. ამიტომ უთხარით: ვერ ვხედავ იმას, რასაც შენ, მაგრამ ვხვდები, რომ ამას ხედავ“.
  • გამოიჩინეთ ემპათია – „ვერ ვგრძნობ ამას, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენად რთული გამოცდილებაა, ვხედავ, რამდენად გაწუხებს ეს.
  • მხარი დაუჭირეთ – არ მესმის შენსავით, მაგრამ მოდი, ამის შესახებ პროფესიონალს დაველაპარაკოთ. მას შეუძლია დაგვეხმაროს, გავიგოთ, რა ხდება.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close