მსოფლიოკრიმინალი

მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

მექსიკაში 2023 წლის მაისის ბოლოს დაკარგული შვიდი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოების დროს პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 შავი ჩანთა აღმოაჩინა.

დანაწევრებული სხეულის ნაწილებით სავსე ჩანთები მექსიკის დასავლეთში მდებარე  ხალისკოს შტატის ქალაქ გვადალახარის გარეუბანში, 40 მეტრის სიღრმის ხევში იპოვეს. ქალაქი ხალისკოს ახალი თაობის კარტელის (CJNG) აკვნადაა მიჩნეული.

ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნით თუ არა სხეულის ნაწილები დაკარგულ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ-ერთი ქოლცენტრის თანამშრომლები იყვნენ. ოფიციალური პირების ცნობით, პარკებში არის როგორც კაცების, ისე ქალების სხეულის ნაწილები.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close