ქართველები უცხოეთშიიტალიასპორტი

„თქვენ ხართ N1“ – ხვიჩა კვარაცხელიამ სცენიდან ნეაპოლელებს მიმართა (ვიდეო)

ნეაპოლის პიაცა დელ პლებისციტოზე „ნაპოლის“ ჩემპიონობასთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. მოედანზე შეკრებული უამრავი ადამიანის წინაშე სხვებთან ერთად კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე წარდგნენ. 

კონცერტი ჯიჯი დ’ალესიომ გამართა, რომელმაც სცენაზე ჯერ „ნაპოლის“ ვარსკვლავებს უხმო. პუბლიკა ფეხბურთელებს აპლოდისმენტებით შეხვდა. საღამოს წამყვანის შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს ნეაპოლში თავს, კვარაცხელიამ მიკროფონში ღიმილით თქვა:

„ცოტას იტალიურადაც ვსაუბრობ და ცოტას ნეაპოლურადაც. მოგესალმებით ყველას! თქვენ. ნეაპოლელები, ნომერ პირველები ხართ!“

europop.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close