საზოგადოებასაბერძნეთი

უმძიმესი ტრაგედია საბერძნეთში – მამის გულმავიწყობამ მანქანაში დატოვებული ჩვილის სიცოცხლე შეიწირა

საბერძნეთში, ქალაქ არტაში (Άρτα) უმძიმესი ტრაგედია მოხდა. მამას დაავიწყდა, რომ 5 თვის ჩვილი მანქანაში ჰყავდა დატოვებული და მხოლოდ ცოლის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკითხა, თუმცა უკვე გვიან იყო…

როგორც ბერძნული მედია წერს, ჩვილი მანქანის უკანა სკამზე, საბავშვო სავარძელში იყო დაკეტილ, მინებაწეულ მანქანაში 3 საათის (ზოგიერთი წყაროს ცნობით – 5 საათის) განმავლობაში. მამას, რომელსაც ბიჭუნა საბავშვო ბაღში უნდა მიეყვანა, უბრალოდ, დაავიწყდა, რომ ჩვილი (რომელსაც, სავარაუდოდ, ჩაეძინა) მანქანაში ჰყავდა.

თავიდან საბავშვო ბაღში აღმოაჩინეს, რომ პატარა იქ არ იყო და დედას დაურეკეს. ქალმა ქმარს დაურეკა, თუმცა უკვე გვიან იყო.

მამას მანქანა ისეთ ადგილას ჰქონდა გაჩერებული, სადაც გამვლელ-გამომვლელებიც მოძრაობენ, თუმცა რადგან შუშები დაფერილი იყო, შიგნით ჩვილის ყოფნა ვერავინ შეამჩნია.

როდესაც პატარა ბიჭუნა არტის საავადმყოფოში მიიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო.

არტის პროკურორმა 37 წლის მამაკაცს შვილის არა წინასწარ განზრახვით მკვლელობის ბრალდება წაუყენა. იგი ამჟამად, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება დაცვის ქვეშ. ძლიერი ნერვული სტრესის გამო  საავადმყოფოშია ბავშვის დედაც.

ამგვარი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მათ შორის, იტალიაში, სადაც ამის გამო საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულეს მშობლები, სპეციალური, სიგნალიზაციის სისტემით აღჭურვილი საბავშვო ავტოსავარძელი შეიძინონ. სიგნალიზაციის სისტემა მძღოლს ავტომობილში ბავშვის არსებობის შესახებ აფრთხილებს სპეციალური ვიზუალური და აკუსტიკური სიგნალების მეშვეობით როგორც ავტომობილის შიგნით, ისე გარეთ (სავარძელი შეიძლება აღჭურვილი იყოს შეტყობინების გაგზავნის ან ზარის განხორციელების ავტომატური სისტემით).

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: იტალიაში სავალდებულო გახდა საბავშვო ავტოსავარძლები სიგნალიზაციის სისტემით

2 წლის ბიჭუნა, რომელიც მამას ჩაკეტილ მანქანაში დარჩა, დაიღუპა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close