მედიცინაჯანმრთელობა

რა უნდა იცოდე, სანამ „გასახდომი ნემსის“ გაკეთებას გადაწყვეტ

სალომე (რესპონდენტის სახელი შეცვლილია – რედ.) ექიმია. ე.წ. „გასახდომი ნემსი“ ორი წლის წინ მეუღლემ ჩამოუტანა უცხოეთიდან. ინიექციას სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად იკეთებდა. პრეპარატის მიღება მცირე დოზით დაიწყო. სამი კვირის განმავლობაში 4 კილო დაიკლო, თუმცა როგორც კი დოზის მომატება გადაწყვიტა, შეუძლოდ გახდა, დაეწყო ჰიპოგლიკემიის ნიშნები და ნემსის კეთება მაშინვე შეწყვიტა.

სამ კვირაში დაკლებული 4 კილო მალევე, რამდენიმე თვეში მოიმატა:

„ამ ინიექციას ასეთი ეფექტი აქვს – ნაყროვანების გრძნობას გიმძაფრებს. კუჭის დაცლის პროცესს ანელებს და, შესაბამისად, არ გშივდება. როგორც კი პრეპარატის მიღებას წყვეტ, ეს შეგრძნებები ქრება. თუკი ცხოვრების წესი არ შეიცვალე და ისევ ისე განაგრძე ჭამა, რა თქმა უნდა, ისევ აკრეფ დაკლებულ კილოგრამებს. ზუსტად ისე, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა“.

სალომე ამბობს, რომ ე.წ. „გასახდომი ინიექციის“ გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ როგორც ექიმს, შეეძლო სიმპტომების ამოცნობა და მართვა.

ამ ტიპის პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით კი ისეთი პრეპარატის, როგორიცაა, მაგალითად, ოზემპიკი, მედიკამენტი, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნა და რომელიც ასე მოდური გახდა წონის კლების მსურველთა შორის.

„არ დავუჯერე ენდოკრინოლოგს და მაინც დავიწყე ინიექციის გაკეთება“

სოფო ჯაფარიძემ „ოზემპიკის“ გაკეთება ერთი წლის წინ მეგობრის რჩევით გადაწყვიტა. თავდაპირველად წონის კლება ენდოკრინოლოგთან კონსულტაციით, კვების რაციონის მოწესრიგებით დაიწყო. დაიკლო 9 კილოგრამი, თუმცა „წონა გაეყინა“ და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. სწორედ მაშინ ურჩია მეგობარმა ოზემპიკის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფოს სხეულის მასის ინდექსი სრულად ჯდებოდა პარამეტრებში და არ ჰქონდა ჭარბი წონა, მან ინიექციის გაკეთება დაიწყო:

„როდესაც წონის კლება დავიწყე, ვიყავი 69 კილო. სიმაღლეში ვარ 1,75 სმ, ანუ ჩემი პარამეტრები არანაირად არ ითვლებოდა არც ჭარბ წონად და, მით უმეტეს, არც სიმსუქნედ. მეგობარმა რომ მითხრა, ნემსს ვიკეთებ, რომელიც მარტივად მაკლებინებს წონაშიო, გადავირიე, გამიხარდა, რომ არსებობდა წონის კლების მარტივი გზა. ჩემი ენდოკრინოლოგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ მოვუსმინე. მართლაც ორ თვეში კიდევ 9 კილო დავიკელი“.

წონის კლების პარალელურად სოფოს დაეწყო სისუსტე, შეეცვალა გუნება-განწყობა, ხშირად ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მიხვდა, რომ პრეპარატის მიღება უნდა შეეწყვიტა. მალევე სოფომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლია და არაერთი პრობლემა აღმოაჩინა:

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close