მსოფლიოხელოვნება

ხმა მიეცი საქართველოს – ირუ ევროვიზიაზე 11 მაისს იმღერებს (ვიდეო)

ხმა მიეცი საქართველოს – ევროვიზიის სიმღერის 67-ე კონკურსზე ინგლისის ქალაქ ლივერპულში საქართველოს წარმომადგენელი ირუ 11 მაისს მე-11 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე.

ევროვიზიის კონცერტი ევროპის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხმის მიცემა კი – 22:20 საათზე.

საქართველოს საკუთარი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ბანერზე მითითებული იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 11 მაისს გამოვლენ სცენაზე.

16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემას შეძლებთ ზარის ან მესიჯის საშუალებით, ამიტომ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა უყუროთ, სადაც იმყოფებით.

ტელეეკრანებზე გამოჩნდება ნომერი, რომლის ბოლოსაც უნდა აკრიფოთ 11, რაც ნიშნავს, რომ ზარს ახორციელებთ ან სმს-ს გზავნით საქართველოს წარმომადგენლის მხარდასაჭერად.

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მონაწილეობენ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე – www.eurovision.tv.

ევროვიზიის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს.

ევროვიზია 2023-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური კონცერტი  9 მაისს გაიმართა (ევროპის დროით) და მასში მონაწილე 15 ქვეყნიდან მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და სერბეთი.

კონკურსს გამოეთიშნენ: მალტა, ლატვია, ირლანდია, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები.

როგორც ცნობილია, კონკურსის წესები შეიცვალა და წლევანდელ ევროვიზიაზე ნახევარფინალიდან მომღერლების ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს, ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close