მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელი სახლის საძინებელში ჩამოვარდა

აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ნიუ-ჯერსის შტატში, ჰოუპველში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეტეორიტის სიგრძე 15 სანტიმეტრი, სიგანე კი 10 სანტიმეტრია.

მეტეორიტმა საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია და ერთ-ერთ საძინებელში ჩავარდა. ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფება. მეტეორიტი მოგვიანებით სახლის პატრონმა იპოვა.

ფრანკლინის ინსტიტუტის წამყვანი ასტრონომის, დერეკ პიტსის თმით, მეტეორიტის ასაკი შესაძლოა 4-5 მილიარდ წელს აღწევდეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close