რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბრიუსელის კომბოსტოს გასუფთავების წესზე ცოლ-ქმრის კამათი დანის დარტყმით დამთავრდა

პორტალი nieuwsblad მკითხველს ბელგიის ქალაქ ვარვიკში ცოლ-ქმარს შორის ბრიუსელის კომბოსტოს გასუფთავების წესზე კამათის შესახებ მოუთხრობს.

ბრიუსელის კომბოსტოს სწორად გასუფთავების შესახებ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული კამათი უკონტროლო გახდა, ჩხუბში გადაიზარდა და საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ქმარმა 61 წლის ცოლს ფეხში დანა ჩაარტყა. მამაკაცს ექვსთვიანი პირობითი პატიმრობა და 400 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

მამაკაცის ადვოკატის თქმით, 12 მარტს მეუღლეებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი ძალიან ბანალური იყო.

`კომბოსტოს გასუფთავების შესახებ დისკუსია ჩხუბში გადაიზარდა. ჩემი კლიენტის ცოლი დანას იქნევდა და მას საფრთხე ემუქრებოდა. ის, უბრალოდ, ცდილობდა თავის არიდებას და სულაც არ აპირებდა მისთვის ფეხში დანის ჩარტყმას~, – განაცხადა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.

დაზარალებულმა განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, როგორ მოხვდა დანა ფეხში. მისი თქმით, ეს მათ სახლში ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა მას ამის შესახებ არასდროს განუცხადებია.

მამაკაცის ადვოკატის თქმით, ოჯახში დაძაბულობა ზოგჯერ მართლაც იყო. „ჩემი კლიენტი დაქორწინებულია ფილიპინელზე, ის თავისი ხელფასის უმეტეს ნაწილს სამშობლოში აგზავნის, ჩემი კლიენტი კი ყველა გადასახადს იხდის“.

მამაკაცი მომხდარი ინციდენტის გამო სინანულს გამოთქვამს.

„ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს აღარ განმეორდება”, – ამბობს იგი.

სასამართლო განაჩენს 24 მაისს გამოაცხადებს.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close