მედიცინა

ყელის კიბო თანდათან ეპიდემია ხდება და ამის მიზეზი შეიძლება ორალური სექსი იყოს – ახალი კვლევა

გასული ოცი წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში ყელის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ისე სწრაფად, რომ ზოგი მას ეპიდემიასაც უწოდებს. ამის მიზეზია ყელის კიბოს კონკრეტული ტიპის, ოროფარინგული (გლანდების ზონა და ყელის უკანა ნაწილი) კიბოს შემთხვევათა დიდი ზრდა.

ამ კიბოს მთავარი მიზეზია ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელიც ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოროფარინული კიბო ახლა უფრო გავრცელებულია, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო.

ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადაეცემა. ოროფარინგული კიბოს შემთხვევაში, მთავარი რისკფაქტორია ცხოვრების განმავლობაში სექსუალურ პარტნიორთა რაოდენობა, განსაკუთრებით ორალურ სექსში. მათ, ვისაც ცხოვრების განმავლობაში ორალურ სექსში ექვსი ან მეტი პარტნიორი ჰყავდათ, ოროფარინგული კიბოს განვითარების რისკი 8,5-ჯერ მაღალი აქვთ მათთან შედარებით, ვისაც ორალური სექსი არ ჰქონია.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/yelis-kibo

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close