მოდა/სილამაზერჩევები

ოხრახუშის კოსმეტიკური „მაგია“ – პიგმენტური ლაქების მოცილება, თმის ცვენის შეჩერება და სხვა

ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ოხრახუშიც საკმარისია. ბევრმა იცის, რომ ოხრახუში თირკმელების გამწმენდი შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ კოსმეტიკური პანაცეაც რომ არის, ამის შესახებ ცოტასთვის თუა ცნობილი. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებითა და ეთერზეთებით, სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებით. მას არაერთი პრობლემის დროს იყენებენ და მნიშვნელოვან შედეგებსაც აღწევენ. მათ შორის, არაჩვეულებრივი შედეგი აქვს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად გამოყენების დროს. ამისთვის სხვადასხვა ხერხი არსებობს. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:

  • მოხარშეთ ოხრახუშის ძირები და ფოთლები ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სახეზე თბილ-თბილი დაიდეთ.
  • წვრილად დაჭერით 50 გრამი ოხრახუში, დაასხით 1 ცალი ლიმონის წვენი და 0,5 ლიტრი არაყი. ნაზავი ორი კვირის განმავლობაში დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას. ამ ლოსიონით სახე ყოველდღე გაიწმინდეთ .
  • ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში და ამდენივე ნატურალური თაფლი ერთმანეთში აურიეთ, სახეზე გადაისვით და 40-45 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნაზავს შეგიძლიათ ნახევარი ლიმონის წვენიც დაუმატოთ, ოღონდ ლიმონიანი ნიღაბი მხოლოდ 15 წუთს უნდა გაიჩეროთ სახეზე.
  • ოხრახუშის წვენი თანაბარი რაოდენობის რძეს, მაწონს ( ცხიმიანი კანის შემთხვევაში) ან არაჟანს ( მშრალი კანის შემთხვევაში) შეურიეთ. ნარევი სახეზე წაისვით და 15 წუთის შემდეგ გვირილის ნაყენით ან ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. ეს საშუალება ძალიან სასარგებლოა ჭკნობაშეპარული, პიგმენტური ლაქებით აჭრელებული კანისთვის.

და კიდევ…

  • ოხრახუშის წვენში ბამბის ორი ტამპონი დაასველეთ და 10 წუთით დაიფინეთ ქუთუთოებზე. ეს პროცედურა თვალებს ამშვიდებს; განსაკუთრებით სასარგებლოა ხანგრძლივი კითხვისა და თვალების გადაღლის დროს.
  • ოხრახუშის წვენი რეკომენდებულია გაძლიერებული თმის ცვენის შემთხვევაშიც. ნედლი ოხრახუშისგან გამოწურული წვენი თმის ცვენის შესაჩერებლად თავში უნდა შეიზილოთ.
  • 15-20 გ ოხრახუშს დაასხით ერთი ჭიქა არაყი. 14 დღის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას, შემდეგ გაფილტრეთ და ეს ლოსიონი კვირაში 2-3 ჯერ შეიზილეთ თმის ძირებში. პროცედურა თმის ძირებს ამაგრებს, სპობს ქერტლს და თმის ცხიმიანობას არეგულირებს.
  • ოხრახუშის წვენი შესანიშნავი საშუალებაა მწერების ნაკბენის წინააღმდეგაც. ამ მწვანილის ფოთლებისგან ფაფა უნდა დაამზადოთ და ფუტკრის ან კოღოს ნაკბენზე დაიდოთ. შეგიძლიათ ნაკბენზე პირდაპირ ოხრახუშის ფოთლებიც დაიფინოთ.

ყინულის კუბები ოხრახუშის ნაყენის ან წვენისგან

ურბანული გარემო, თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს . კანს ყოველდღიურად სჭირდება ტონუსის ამაღლება, კვება, დატენიანება. ოხრახუში შესანიშნავი ბუნებრივი პროდუქტია კანის მდგომარეობის დასაბალანსებლად. ოხრახუშის წვენი და მისი ნაყენისგან დამზადებული ყინულის კუბები ნატურალური მატონიზებელი საშუალებაა და სახის კანს ეხმარება, რომ ტონუსი შეინარჩუნოს.

ყინულის კუბები ნაყენისგან

სახის კანისთვის ყინულის პატარა კუბები შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ოხრახუშის ნაყენისგან, ისე ნედლი ოხრახუშიდან პირდაპირ გამოწურული წვენისგან. რაც უფრო ახალი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება ოხრახუში, მით უკეთესი.

დაგჭირდებათ:

  • გამოხდილი წყალი – 200-250 მლ;
  • ერთი კონა ოხრახუში – დაახლ. 100 გ

მომზადება:

ოხრახუში კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, შემდეგ ბლენდერში დააქუცმაცეთ ან ხელით წვრილად დაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარ საათს გააჩერეთ, შემდეგ ყინულის ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ.

ასეთი ყინულის კუბების სახეზე წასმა კანს ატონიზირებს, უზრუნველყოფს მის თანაბარ ფერს, აქვს მცირედი მათეთრებელი და კანს დაჭიმვის ეფექტი.

ყინულის კუბები ოხრახუშის წვენისგან

დაგჭირდებათ:

  • 3-4 კონა მოზრდილი კონა ოხრახუში
  • სუფთა მინერალური წყალი – 500 მლ

მომზადება:

  • ოხრახუში კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოათავსეთ წვენსაწურში და წვენი გამოწურეთ.
  • თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან ძალიან წვრილად დაჭრათ და საწურში ან დოლბანდში გაწუროთ.
  • წვენი ფორმებში ჩაასხით და მაცივარში მოათავსეთ..

შეგიძლიათ კრიოკუბები დაამზადოთ: ამისთვის ოხრახუშის წვენი მინერალურ წყალს შეურიეთ პროპორციით 1:2 და ისე გაყინეთ ფორმებში.

ასეთი კუბებით სახის გაწმენდა კანს აცოცხლებს, ატენიანებს და შეშუპებებს აცხრობს.

ნიღაბი თვალების გარშემო ზონისთვის

ასეთი ნიღბის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი ხელით დამზადებული ნიღბები 24 საათზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ, თორემ ეფექტს დაკარგავს.

ოხრახუშის ნიღაბი თვალის გარშემო ზონისთვის შეშუპებას, შესივებას აცხრობს და მუქ წრეებს  აქრობს.

დაგჭირდებათ:

მომზადება და გამოყენება:

  • ოხრახუშისგან მოამზადეთ ნაყენი ზემოაღნიშნული მეთოდით; კარტოფილი გათალეთ, წვრილ სახეხზე დახეხეთ;
  • ერთმანეთში კარგად აურიეთ გახეხილი კარტოფილი, 2-3 ს. კ. ნაყენი და ზეითუნის ზეთი, მიღებული მასა დოლბანდის 2 პატარა ხელსახოცზე მოათავსეთ;
  • დაწექით და დოლბანდის ნაჭრები ფრთხილად დაიფინეთ თვალების ქვეშ. 20 წთ გააჩერეთ .

შენიშვნა: ოხრახუშის ნიღბები უმჯობესია ღამით გაიკეთოთ, რადგან ოხრახუში კანში ულტრაიისფერი სხივების უფრო ძლიერ შეღწევას უწყობს ხელს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close