ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  27 მარტი – 2 აპრილი

ეს კვირა ბევრისთვის რთული გამოცდა იქნება. ყველა ფინანსურ პრობლემას, რომელზეც წარსულში თვალს ხუჭავდით,  ახლა მაქსიმალური ყურადღება დასჭირდება. სანამ ამ პრობლემებისგან არ გათავისუფლდებით, მცირე შესაძლებლობაც არ გექნებათ, დრო თქვენს საყვარელ გატაცებებს დაუთმოთ. გარდა ამისა, თუ ამ კვირაში რამე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი, მაღალი რაიმე უსიამოვნო მიზეზით მისი ჩაშლის რისკი. ხალხმრავალ ადგილებში დიდი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ. თავი შეიკავეთ სერიოზული ფიზიკური და ემოციური დატვირთვისგან.

წარმატებული კვირაა იმისთვის, რომ სპორტით, ფიტნესით დაკავდეთ და იმიჯი შეიცვალოთ.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს კვირა საკმაოდ რთული იქნება. შესაძლოა ფინანსურად დამოკიდებული აღმოჩნდეთ პარტნიორზე ან ორგანიზაციაზე. გახსოვდეთ, რომ საკუთარ სიტყვებსა და ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ. შეეცადეთ, არაფერი დაგეგმოთ და არ დაიძაბოთ, დიდი ალბათობით, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. კარგი იქნება, თუ საყვარელი ადამიანების პრეტენზიებს ყურადღებით მოისმენთ, რადგან მათ თქვენთვის მხოლოდ სიკეთე სურთ. მზად იყავით პოზიტიური ცვლილებებისთვის პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 29.

კურო

ამ კვირაში შესაძლოა პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და შეეცადეთ არავინ არაფერში დაადანაშაულოთ. სამსახურში ნუ გადადებთ თქვენი გეგმების განხორციელებას, თუნდაც მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა მოგიწიოთ. მუდმივად საქმის კურსში იყავით, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ თქვენი ყველა საზრუნავი გვერდზე გადადოთ და კარგად გაერთოთ მეგობრებთან ერთად. გჯეროდეთ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

ტყუპი

ამ კვირაში შესაძლოა თქვენი გავლენის საზღვრები გაფართოვდეს. ახალი მომგებიანი პროექტის განხორციელებიას დაწყების შანსი მოგეცემათ. შესაძლოა, წვრილმანი საკითხების გადაჭრამ გაგიტაცოთ, რაც დიდ დროს წაგართმევთ. დასანანია ასეთ წვრილმანებზე დროის ხარჯვა, უფრო სერიოზულ საქმეზე გადაერთეთ. პირად ცხოვრებაში ზუსტად ის ცვლილებებია მოსალოდნელი, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ. კვირის ბოლოს შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის  ან დეკორაციის შეცვლა ბინაში, რემონტის დაწყება.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

კირჩხიბი

ამ კვირაში კარგად წარიმართება ინტელექტუალური აქტივობა და მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი შესანიშნავ შედეგს მოგცემთ. ნუ იქნებით პრეტენზიული, კრიტიკულად შეხედეთ თქვენს ქმედებებს და შეცდომების აღიარების ნუ შეგეშინდებათ. კვირის პირველ ნახევარში ძველ მეგობრებთან შეხვედრა ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. ხუთშაბათს და პარასკევს უმჯობესია მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგათ, რაც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უმჯობესია ყველაფერი შაბათს დაიწყოთ. შაბათ-კვირა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ, შეეცადეთ განიტვირთოთ და  კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 28.

ლომი

ახალი კონტაქტები, მოგზაურობები, შეხვედრები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც ამ კვირაში გელოდებათ. სავარაუდოდ, ეს პერიოდი ძალიან პოზიტიური აღმოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რადგან მოხდება მოვლენები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ. ოთხშაბათს წარმატებული იქნება საქმიანი მოლაპარაკებები და დოკუმენტების ხელმოწერა. კარგი დროა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, მაგრამ ამ კვირაში თავი შეიკავეთ ნებისმიერი კონფლიქტისგან, კამათისა და დისკუსიისგან, რადგან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

ქალწული

ამ კვირაში მოსალოდნელია ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, რადგან თქვენი მოქმედებების შედეგი მათზე იქნება დამოკიდებული. ორაზროვანი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ სამსახურში მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე ისაუბროთ. სავსებით შესაძლებელია მოულოდნელად მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. შეეცადეთ შაბათ-კვირა სპორტს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 28

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ამ კვირაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს უკეთესობისკენ. სამშაბათს საკმარისი ენერგია გექნებათ თქვენი ამბიციური ოცნებების ასასრულებლად და დასახული გეგმების განსახორციელებლად. ოთხშაბათს შეეცადეთ არ გარისკოთ, ყველაფერი დეტალურად გაიაზროთ და ისე იმოქმედოთ. კოლეგებთან უთანხმოების შემთხვევაში კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ხართ, ოჯახისთვის ყურადღების მიქცევა არ დაგავიწყდეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

მორიელი

ყველა უსიამოვნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ  განწყობა დაგიმძიმათ, ამ კვირაში უკანა რიგში გადაიწევს და მალე სულ გაქრება. წარმატებები გელით როგორც ბიზნესში, ისე სიყვარულში. მომგებიანი ინვესტიცია დაგეხმარებათ, უზრუნველყოთ თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობა. შეეცადეთ, მიღწეულს არ დასჯერდეთ, იყავით გულუხვი და უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ და დახარჯული ენერგია აღიდგინეთ. თქვენს საცხოვრებელ გარემოში მცირე ცვლილებებიც კი, მაგ., დეკორაციების შეცვლა გაგამხნევებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 31.

მშვილდოსანი

ამ კვირაში სამსახურში საკმაოდ დატვირთული პერიოდი გექნებათ, შესაძლოა  მივლინებაში წასვლა მოგიხდეთ, სამაგიეროდ თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს დაეყრდნოთ უპრობლემოდ. პარასკევს საქმიანმა ნაცნობებმა შეიძლება ბრწყინვალე პერსპექტივები გაგიხსნათ. კვირის ბოლოს თავი შეიკავეთ ზედმეტი შეხვედრებისგან. შაბათ-კვირას შეეცადეთ მაქსიმალური დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ოჯახს.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 1.

თხის რქა

იფიქრეთ საკუთარ თავზე! უამრავი პრობლემა დაგიგროვდათ, დროა გაუმკლავდეთ! მაგრამ ნუ ეცდებით ყველაფრის ახლავე გაკეთებას, დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით და პრიორიტეტების მიხედვით რიგრიგობით მოაგვარეთ, მაგრამ დროს ძალიანაც ნუ გაწელავთ. უფრო გულწრფელი უნდა იყოთ საყვარელ ადამიანებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეამჩნევენ, რომ რაღაცას მალავთ. სამსახურში ახალი საინტერესო პერსპექტივები იკვეთება, ნუ გააღიზიანებთ კოლეგებს, რათა შემდგომი დაწინაურების შანსი არ დაკარგოთ. ამ კვირაში ვარსკვლავების მიერ თქვენთვის დასახული მთავარი ამოცანაა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას იყოთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 30.

მერწყული

ვარსკვლავების გავლენის გამო ეს კვირა საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული იქნება. სამყარო თქვენდამი კეთილგანწყობილია და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ. იყავით უფრო აქტიური და ენერგიული. ხუთშაბათს შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს, რომელიც კარიერული წინსვლის საშუალებას მოგცემთ. ფრთხილად იყავით კონკურენტებთან, რადგან მათ შესაძლოა თქვენი მოტყუება განიზრახონ. პირად ცხოვრებაში ნუ მისცემთ თავს რაიმე ზედმეტის უფლებას. შაბათ-კვირას მოაწყვეთ პიკნიკი ქალაქგარეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 30.

თევზები

როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში ეს კვირა მნიშვნელოვან წარმატებას გპირდებათ. კვირის პირველ ნახევარში ალბათ პატარ-პატარა დაბრკოლებები შეგხვდებათ, რაც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მათი გადალახვის შემდეგ  კარგ შემოსავალს მიიღებთ. თქვენს ინტუიციას მოუსმინეთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. ოჯახი თქვენი საიმედო მხარდამჭერი  იქნება ყველა საქმეში. ახალო მეგობრები და ახლობლები  ყოველდღიურობას გაგილამაზებენ.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 31.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close