მსოფლიოკრიმინალი

გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებულმა კაცმა მატარებელში 17 წლის გოგო დაჭრა

გერმანიაში რეგიონულ მატარებელში თავდასხმა მოხდა.

თავდასხმის დროს 17 წლის გოგონა თავის არეში დაიჭრა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
37 წლის კაცმა რეგიონული მატარებლის რამდენიმე ვაგონი გაიარა და მგზავრებს დაემუქრა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ კაცმა ნაჯახით მატარებლის ინვენტარი დააზიანა. პოლიცია არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როგორ დაშავდა 17 წლის მგზავრი. არც იმას ამბობენ, განზრახ დაესხა თუ არა თავს კაცი 17 წლის გოგოს.

მატარებელი მალევე გააჩერა ფედერალურმა და სახელმწიფო პოლიციამ, ხოლო თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის შესაძლო რელიგიური ან პოლიტიკური მოტივების შესახებ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.

მიმდინარეობს გამოძიება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close