ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საბერძნეთში 43 წლის ქართველი დააკავეს – მას ათენში ცნობილი ბიზნესმენის გაქურდვა ედება ბრალად

საბერძნეთში, ათენის ცენტრალურ რაიონ კოლონაკიში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

გამოცემა „პროტო თემას“ ცნობით, სამართალდამცველებმა ქართველი კაცი 2022 წლის მარტში მომხდარი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს 43 წლის მოქალაქეს ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის ოჯახის გაქურდვას ედავებიან.  სეიფიდან წაღებულია 300 000 ევროს ღირებულების ფული და ძვირფასეულობა.

სტატიის თანახმად, საქმეზე მომუშავე პოლიციელთა ჯგუფმა დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ქმედებიდან რამდენიმე დღეში მან საბერძნეთი დატოვა და საქართველოში წავიდა. საქართველოში მან ვინაობა შეიცვალა, რაც საბერძნეთის პოლიციამ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მიიღო.

როგორც ბერძნული მედია წერს, მარტის დასაწყისში იგი ახალი პირადი მონაცემებით საბერძნეთში დაბრუნდა. პოლიციის სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ეჭვმიტანილს ეძებდა, იგი 2023 წლის 16 მარტს  დილის საათებში, ათენის ცენტრში დააფიქსირა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული წარსულშიც იხდიდა სასჯელს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

წყარო: mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close