ვიდეოქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

დოდონა ნამორაძე ბერძნული „ვოისის“ ფინალში გადავიდა – კიდევ ერთი ბრწყინვალე შესრულება (ვიდეო)

დოდონა ნამორაძე ბერძნული „ვოისის“ ფინალში გადავიდა.

ბერძნული „ვოისის“ მე-7 სეზონის  ნახევარფინალური ტური ტელეკომპანია „სკაის“ ეთერში  10 მარტს, პარასკევს, საღამოს გაიმართა.

დოდონამ ბრწყინვალედ შეასრულა ეტა ჯეიმსის (Etta James) ცნობილი კომპოზიცია  – “Something’s Got a Hold on Me” და 6 სხვა მონაწილესთან ერთად ფინალში გადავიდა. ნახევარფინალში სულ 14 მომღერალი მონაწილეობდა.

ნახევარფინალური ტური 4 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით გამოცხადებული გლოვის გამო გადაიდო და 10 მარტს ჩატარდა.

ქართველმა მომღერალმა, რომელიც საბერძნეთში სპეციალურად შოუსთვის ჩავიდა, პირველივე გამოჩენიდან როგორც მენტორების, ისე მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თავისი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებით და ბრწყინვალე შესრულებით.

შეგახსენებთ, რომ დოდონა კონსტანტინოს არგიროსის ჯგუფშია.

შაბათს, 11 მარტს ტელეკომპანია „სკაის“ ეთერში შეგიძლიათ ფინალურ ტურს უყუროთ (ათენის დროით 21:00 სთ-ზე, თბილისის დროით – 23:00 სთ-ზე) და ისევ მხარი დაუჭიროთ და უგულშემატკივროთ დოდონას.

ნახეთ, როგორ მოვიდა დოდონა აქამდე:

ბერძნული „ვოისის“ ქართველი მონაწილე დოდონა ნამორაძე ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

დოდონამ ბერძნულ „ვოისში“ რინგის ტურშიც გაიმარჯვა და ბრძოლას აგრძელებს (ვიდეო)

დოდონა ნამორაძის კიდევ ერთი ბრწყინვალე შესრულება ბერძნულ „ვოისში“ (ვიდეო)

ქართველმა გოგონამ ბერძნულ VOICE-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა (ვიდეო)

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close