ვიდეოხელოვნება

ერთ ვიდეოში მოქცეული 12 000 ფოთოლი – განსხვავებული ფორმებითა და ფერებით (ვიდეო)

ფოთლები მრავალფეროვანი ფორმებითა და ფერებით გვხვდება, თუმცა მათი ინდივიდუალური სილამაზე ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ფოტოგრაფმა ბრეტ ფოქსველმა თავისი პროექტი სწორედ ამ მშვენიერების აღბეჭდვას მიუძღვნა – თავისი ვიდეოსთვის, სახელწოდებით The Book of Leaves, მან 12000 სახის ფოთოლი შეაგროვა და გადაიღო. ასე შეიქმნა მომხიბლავი ანიმაცია, რომელიც შეუფერხებლად აჩვენებს ფოთლების ინდივიდუალურ და მსგავს მახასიათებლებს.

იმისათვის, რომ ფოქსველს ფოთლები ყველა ფერითა და ეტაპით გამოეკვეთა, გადაწყვიტა, ისინი შავ ფონზე მოეთავსებინა. „მივხვდი, რომ ფოთლის ყველა ფორმა, რომელსაც დროთა განმავლობაში ვპოულობდი, შეიძლებოდა, უწყვეტ ანიმაციურ ფილმში გადამეღო“, – განმარტავს ხელოვანი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close