საქართველოსპორტი

ქართველმა „ჰალკმა“ იტალიელი მეტოქე დაამარცხა და კვლავ პირველია, თუმცა მისი „გამლახავი“ მაინც მოინახა (სახალისო ვიდეო)

მსოფლიოს უძლიერესმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა. King Of The Table-ის პრესტიჟული ტურნირის მთავარ დაპირისპირებაში ქართველმა „ჰალკმა“ იტალიელ მეტოქეს, ერმეს გასპარინის სძლია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ მკლავჭიდელს ლევან საგინაშვილს იტალიელმა სპორტსმენმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ ვერაფერს გახდა.

ლევანმა პირველ ოთხ რაუნდში გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა, ბრძოლა შეწყვიტა და დარჩენილი ორი რაუნდი გასპარინის მოგებად ჩაითვალა, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვება მაინც ლევან საგინაშვილმა მოიპოვა – 4:2.

…და მაინც, შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო TOP 8 ჩემპიონატის გამარჯვებულის, ქართველი „ჰალკის“ „გამლახავი“ მაინც მოინახა. ნახეთ სახალისო ვიდეო, რომელსაც 2 მილიონამდე ნახვა აქვს და 1000 კომენტარი ახლავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close