მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

ჭიანჭველებს შეუძლიათ სწრაფი, იაფი და ეფექტიანი გზით ამოიცნონ სიმსივნე ადამიანის ორგანიზმში – ახალი კვლევა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ. ძლიერი ყნოსვა მათ საშუალებას აძლევს, რომ ბიოლოგიურ ნიმუშებში მოლეკულური განსხვავებები იპოვონ. ამ განსხვავებების პოვნას სხვა მეთოდებით ძვირადღირებული მოწყობილობები სჭირდება.

კონცეფციის დამადასტურებელმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიანჭველებს ამ უნარის გამოყენება შარდის ნიმუშებში შეუძლიათ. სორბონის უნივერსიტეტის ეთოლოგი ბაპტისტ პიკერე და მისი კოლეგები თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ ჭიანჭველებს აქვთ პოტენციალი სწრაფი, ეფექტიანი და იაფი გზით იქცნენ ადამიანებში სიმსივნის გამოვლენის ინსტრუმენტად.

2020 წელს მსოფლიოში კიბოს 19 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად რჩება. რა თქმა უნდა, თუ კიბო ადრე გამოჩნდა, მისი განკურნების შანსი უფრო მეტია. დღესდღეობით კიბოს გამოვლენის მეთოდები საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს, ეს კი პაციენტებს აფერხებს, რომ ადრეული სკრინინგ შემოწმება გაიარონ. სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა დახმარებისთვის ცხოველებს მიმართეს. გამოსავლის საპოვნელად მათ, თაგვებიდან დაწყებული, ძაღლებით დამთავრებული, ყველა ცხოველი გამოცადეს, რათა კიბოს ამოცნობა უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. პიკერემ და მისმა ჯგუფმა ჭიანჭველებზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი და…

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/chianchvelebs

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close