მოდა/სილამაზეარტისტი

58 წლის მონიკა ბელუჩი ბერძნული VOGUE-ის მარტის ნომრის გარეკანს ამშვენებს (ფოტოები)

58 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოები ბერძნული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანს ამშვენებს. მათი ავტორია ლეგენდარული გერმანელი ფოტოგრაფი ელენ ფონ უნვერტი. ფოტოები ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ბერძნული Vogue-ის მარტის ნომერი შავ-თეთრ ფოტოგრაფიას ეძღვნება. მასში ფოტოებთან ერთად მონიკა ბელუჩისთან ინტერვიუც ქვეყნდება. „დინამიკური ქალი, რომელმაც კლასით და დახვეწილობით გაიარა ძალზე პიროვნული გზა სამოდელო ბიზნესის მწვერვალიდან კინოს, ტელევიზიისა და თეატრის მწვერვალებამდე“, – წერია „ვოგის“ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტოს მინაწერში.

ინტერვიუში მონიკა ბელუჩი საბერძნეთთან თავის კავშირებზეც საუბრობს. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა მსახიობმა ცნობილი ბერძენი საოპერო მომღერლის, მარია კალასის როლი შეასრულა ფრანგი რეჟისორის, ტომ ვოლფის მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ (2019 წ.). ეს მონიკა ბელუჩისთვის პირველი თეატრალური როლი იყო, მანამდე მას სპექტაკლში არ უთამაშია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close