სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში – პარალელურ სლალომში გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედლები იტალიელებმა მოიპოვეს
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2023/02/ბაკურიანი-2023-იტალიამ-გაიმარჯვა.jpg)
ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე 22 თებერვალს პარალელურ სლალომში, გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
შესანიშნავად იასპარეზეს იტალიის ნაკრების წარმომადგენლებმა და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. მეორე ადგილზე ავსტრიელები გავიდნენ, მესამეზე – შვეიცარიელები.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურინაში, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 19 თებერვალს დაიწყო და 5 მარტამდე გაგრძელდება. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
კომენტარები