იტალიაპოლიტიკა

ზელენსკის შესახებ ბერლუსკონის სკანდალური განცხადების შემდეგ იტალიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.

ბერლუსკონიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ადგილზე ზელენსკის არ შეხვდებოდა.

ბერლუსკონის თქმით, ზელენსკის აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონზე შეტევა რომ შეწყვიტა, რუსეთი უკრაინას აღარ დაესმებოდა თავს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close