ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ევროპარლამენტში აბდულა ოჯალანის მომხრეები შეიჭრნენ (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში, პლენარულ სხდომაზე ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა. ისინი აბდულა ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ოჯალანის სურათებიც გაშალეს.

ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა, სესია  განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გერმანელმა ევროპარლამენტარმა ლარს პატრიკ ბერგმა გაავრცელა.

აბდულა ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერია, რომელიც 1999 წელს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. მას თურქეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა მსოფლიო საზოგადოებრიობის ზეგავლენით 2002 წელს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა (თურქეთში  სიკვდილით დასჯა გაუქმდა). ოჯალანი  მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ ირმალიზე, თურქულ ციხეში  იხდის სასჯელს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close