კინო/ფილმებიპოლიტიკაარტისტი

რუსეთის დუმაში სურთ, ბარბარა ბრილსკა ფილმ „ბედის ირონიიდან“ წაშალონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლგა ზანკოს სურს, ბარბარა ბრილსკა ფილმ „ბედის ირონიიდან“ წაშალონ.  

მიზეზი ომის მოწინააღმდეგე რუსი მსახიობის, ლია ახეჯაკოვას მხარდამჭერი განცხადებაა – ბრილსკამ თქვა, რომ მან ქვეყანა უნდა დატოვოს.

„რა თქმა უნდა, ის უნდა წავიდეს. ცხოვრებას გაუმწარებენ ეს კომუნისტები, წყეული ხალხი. უნდა წავიდეს და იბრძოლოს, როგორც ჩვენ“, – თქვა ბარბარა ბრილსკამ. მისივე სიტყვებით, „რუსეთი ახეჯაკოვას არ იმსახურებს“.

ოლგა ზანკომ ელდარ რიაზანოვის საკულტო ფილმიდან ნაწყვეტი თვითონ დაამონტაჟა და ბარბარა ბრილსკა ვალენტინა ტალიზინათი „შეცვალა“, რომელიც მის პერსონაჟს ახმოვანებდა (ტალიზინა ფილმში  ნადიას მეგობრის – ვალიას როლსაც თამაშობს).

„მსახიობისთვის ყველაზე სასტიკი სასჯელი დავიწყებაა. ერთ დროს მთელი ქვეყნისთვის საყვარელმა მსახიობმა ბრილსკამ თავისი არჩევანი გააკეთა. თაყვანისმცემლებს „ღვთისგან დაწყევლილი ხალხი“ უწოდა. ჩვენმა ქვეყანამ მას დიდება და პატივი მისცა, თუმცა ასევე მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ეს მსახიობი „ბედიის ირონიიდან“, – დაწერა მან.

როგორც ცნობილია, რუსეთის სახალხო არტისტი, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი ლია ახეჯაკოვა პირველივე დღიდან ღიად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვის თეატრმა “Современник” თავისი რეპერტუარიდან ამოიღო სპექტაკლი “Игра в джин” („ჯინის თამაში“), რომელშიც ლია ახაჯაკოვა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საზოგადოების მიერ მსახიობის „რუსოფობად“ მონათვლა გახდა. ეს ბოლო სპექტაკლი იყო, რომელშიც ლია ახეჯაკოვა თამაშობდა. მანამდე თეატრმა იმავე მიზეზით რეპერტუარიდან მოხსნა „პირველი პური“ და „ციცაბო მარშრუტი“.

„დოიჩე ველეს“ რუსული გამოცემა წერს, რომ დაუკავშირდა მსახიობს, რომელიც მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხს დასთანხმდა.

– ახლა როგორ იცხოვრებთ, თეატრის  გარეშე?

– ბევრი აღარ დამრჩა, როგორმე გადავიტან, – უპასუხა 84 წლის ლია ახეჯაკოვამ.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ჩვენი საახალწლო განწყობის 45-წლიანი „თანამგზავრები“ – როგორ გამოიყურებიან ახლა „ბედის ირონიის“ მსახიობები (ფოტოები)

ჩვენი საახალწლო განწყობის 45-წლიანი „თანამგზავრები“ – როგორ გამოიყურებიან ახლა „ბედის ირონიის“ მსახიობები (ფოტოები)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close