სპორტი

ქართველმა მოციგურავემ ინგა გურგენიძემ ლიუბლიანის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა სპორტსმენმა ინგა გურგენიძემ სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

13 წლის მოციგურავემ (23 აპრილს ხდება 14-ის) დღეს პირველად საქართველოს ქალთა ფიგურული ციგურაობის ისტორიაში სამ-ნახევარი აქსელი კომბინაციაში სრულყოფილად შეასრულა!

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის სამ-ნახევარი აქსელი კომბინაციაში არცერთ მონაწილეს არ შეუსრულებია.

თავისუფალ პროგრამაში ინგამ სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად შვიდი ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის, სამი  – კომბინაციაში. ერთ-ერთი კომბინაცია შესრულდა სამ-ნახევარ აქსელთან. ინგამ ამავე პროგრამაში მეორე სოლო სამ-ნახევარი აქსელიც შეასრულა, ორი პროგრამის ჯამით 177,82 ქულა დააგროვა და ოქროს მედალს დაეუფლა. ტურნირში 35 გოგონა მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან.

ინგა გურგენიძე  ახლა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც  კანადის ქალაქ კალგარიში 27 თებერვალს დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close