ქართველები უცხოეთში

ქართველი ემიგრანტი – მიწისძვრისას მოხუცთან შევედი, ჩახუტებულები ვლოცულობდით, როგორ დავტოვო?!

თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი „ფორმულასთან“ საუბრისას მიწისძვრის ღამეს იხსენებს.

ლია მაისურაძე ქალაქ გაზიანთეფში ცხოვრობს და ჰყვება, რომ სტიქიის დროს სახლში მოხუცთან ერთად იმყოფებოდა.

„ღამე რომ მოხდა მიწისძვრა, შევედი [მოხუცთან] და ორივე ჩახუტებულები ერთად ვიყავით. მე ქართულად ვლოცულობდი, ეს თურქულად ლოცულობდა. მე ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, გადავრჩებით-მეთქი და ეს მეუბნებოდა, შენ ნუ გეშინიაო. როგორ დავტოვო? ლამის ზურგზე ავიკიდე და ისე გამოვიყვანე. მე-4 სართულზე ვიყავით…

ჩემი შვილიშვილი იქ რას განიცდის, ეს ხომ წარმოუდგენელია? მე თუ დროულად ვერ ვუპასუხე [ოჯახის წევრებს]… მე აქეთ ვიტანჯები, ისინი იქით. მეუბნებიან, იქნებ ჩამოსულიყავიო. არ არის ეგრე… როცა ემიგრანტი ხარ, ასე თუ ისე, ვალდებულება გაქვს. მე ამ მოხუც ქალს რომ ვუყურებდი, დედა მყავს დატოვებული თბილისში, მასაც ძალიან ვჭირდები, მე ამ ქალში ჩემს დედას ვხედავ. ვინც ემიგრანტია, ის გამიგებს აუცილებლად“, – ამბობს ლია მაისურაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close