კრიმინალისაბერძნეთი

სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში – დანაშაულში ქართველი მამა-შვილია მხილებული

სასტიკი მკვლელობა მოხდა ბერძნულ კუნძულ კრეტაზე, რომელშიც ქართველი მამა-შვილი ფიგურირებს. საბერძნეთის პოლიცია 48 წლის მამას 18 წლის შვილთან ერთად ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, მამამ მოზარდ შვილთან ერთად, 53 წლის ადგილობრივი მცხოვრები საკუთარ სახლშივე წებოვანი ლენტით დააბა, სასტიკად აწამა, შემდეგ კი გაგუდა.

ძაღლი კუნძულ კრეტაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მეზობლებმა შენიშნეს. ადგილობრივები ცხოველის უცნაურმა ქცევამ დააეჭვა. პატრონიც არსად ჩანდა. ამ ხნის განმავლობაში კი სახლის კარი ღია იყო. ბინაში შესულ მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ, მათ 53 წლის მამაკაცი მოკლული ნახეს.

მოკლული საბერძნეთის მოქალაქის სახლიდან წაღებულია ფული, პირადი კომპიუტერი და ტელეფონი.

პოლიციამ თავდამსხმელების ვინაობა უკვე დაადგინა. შემზარავ დანაშაულში საქართველოს ორი მოქალაქეა მხილებული. 48 წლის ქართველ მამაკაცს 18 წლის ვაჟთან ერთად განზრახ მკვლელობის, წამებისა და ძარცვის ბრალდებით გაასამართლებენ.

კუნძულზე მომხდარი შემზარავი დანაშაული ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია. საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით პრესა წერს, რომ მამაკაცი თავდამსხმელებმა ჯერ წებოვანი ლენტით დააბეს, სასტიკად აწამეს და სასუნთქი გზები გადაუკეტეს. სახლიდან წაღებულია მობილური, ლეპტოპი და ფული.

ჟურნალისტებთან საუბრისას მეზობლები ჰყვებიან, რომ 53 წლის მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. მკვლელობის დღეს მოპირდაპირე ბინიდან უცხო პირებიც შენიშნეს.

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ქართველი მამა-შვილის მიმართ უკვე გამოცემულია დაპატიმრების ორდერი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ საბერძნეთის ციხეში მრავალწლიანი პატიმრობა ელით.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close