იტალიაკრიმინალი

ნეაპოლში ახალგაზრდა ქართველი კაცი მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს

ნეაპოლში კარაბინერებმა ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ნეაპოლში, ჩიმილიარკოს ქუჩაზე მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენის და მტვერსასრუტის მოპარვას ცდილობდა, რომლებიც ზურგჩანთაში და სხეულზე, ქურთუკში ჰქონდა „დამალული“.

მაღაზიის თანამშრომელი დააეჭვა კლიენტის ჩანთის და სხეულის მოცულობამ, რომელსაც სავაჭრო კალათა არ ჰქონდა და 112-ზე დარეკა. მალე კარაბინერები მოვიდნენ და ახალგაზრდა კაცი დააკავეს, როდესაც მაღაზიის დატოვებას აღებული ნივთების თანხის გადაუხდელად აპირებდა.

სავარაუდო ქურდი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 33 წლის ქართველს მოუწევს, პასუხი აგოს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისათვის.

მის მიერ აღებული ელექტროტექნიკის ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება, გამოცემის ცნობით, 1500 ევროს შეადგენდა, მაღაზიას დაუბრუნდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close