ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულ RYANAIR-ის სამგზავრო თვითმფრინავში ბომბს ეძებდნენ
კვირას, ნაშუადღევს ათენში განგაში გამოცხადდა თვითმფრინავ „ბოინგ 737-ში“ ბომბის არსებობის გამო – ამ დროს Ryanair-ის ავიახომალდზე, რომელიც რეისს ასრულებდა პოლონეთის კატოვიციდან საბერძნეთის მიმართულებით, 192 მგზავრი იმყოფებოდა.
ათენის ელეფთერიოს ვენიზელოსის საერთაშორისო აეროპორტის სპეციალურ ზონაში უსაფრთხო დაშვების შემდეგ 17:40 სთ-ზე, დაიწყო მგზავრების ევაკუაციის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდა.
მგზავრები სათითაოდ ჩამოვიდნენ შესამოწმებლად, შემდეგ კი თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობების საფუძვლიანი ძებნა ჩატარდა.
როგორც სურათებზე ჩანს, თვითმფრინავი ელეფთერიოს ვენიზელოსის სპეციალურ ზონაშია, ხოლო მგზავრების გასაყვანად „ბოინგს“ ავტობუსი მიუახლოვდა.
Σε επιφυλακή αστυνομία και πυροσβεστική στο αεροδρόμιο Ελευθέριος Βενιζέλος για το αεροσκάφος.Εκκενωνεται αυτήν την στιγμή.@alphatvgreece pic.twitter.com/48oroWo8T7
— mariakolovou (@mariakolovou10) January 22, 2023
ნამდვილი თრილერი დაიწყო, როდესაც სკოპიეს FIR-მა ნატოს აცნობა სიტუაციის შესახებ.
ბომბის საფრთხის გამო ორი F-16, 330-ე ესკადრილიის გამანადგურებლები, რომლებიც მზადყოფნაში იყვნენ, აგიალოსში განთავსებული 111-ე ავიაპარკიდან აფრინდნენ, სკოპიეს რაიონში მიუახლოვდნენ სამგზავრო თვითმფრინავს და დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე (ათენის საერთაშორისო აეროპორტი) მიაცილეს.
მას შემდეგ, რაც სამგზავრო თვითმფრინავი მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა, გამანადგურებლები ვოლოსში დაბრუნდნენ.
თვითმფრინავის აეროპორტში ჩაფრენის მომენტიდან შემოწმდა ყველა მგზავრი, რომლებიც სათითაოდ ჩამოვიდნენ ბორტიდან, ბარგის გარეშე; შემდეგ კი თვითმფრინავის ყველა უბანი და მგზავრების მთელი ბარგი შემოწმდა.
ინფორმაცია ბომბის შესახებ, როგორც ERT იტყობინება, მისი აფრენის მომენტიდანვე არსებობდა, შემდეგ კი ნატოს შტაბ-ბინაში გაისმა განგაში.
ELAS-ის განცხადებით, საბერძნეთის პოლიციის კომპეტენტურმა სამსახურებმა შეამოწმეს ყველა მგზავრი, აგრეთვე, თვითმფრინავი, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და განგაში ცრუ აღმოჩნდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები