ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

აშშ-ის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე პრაღაში დააკავეს – სპეცოპერაციის კადრები (ვიდეო)

ჩეხეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. აშშ-ის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული კრიმინალი ჩეხეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის ცენტრმა დააკავა – ინფორმაცია ამის შესახებ ჩეხურ მედიაში ვრცელდება.

საქართველოს მოქალაქე აშშ-ში ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებშია ბრალდებული და ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

დაკავების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა პრაღაში მდებარე ერთ-ერთ სახლშიც, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის დაცვის წევრიც აიყვანეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

საექსტრადიციო პროცესების დასრულებამდე მამაკაცი პატიმრობაში დარჩება. უნდა განისაზღვროს, მოხდება თუ არა მისი ექსტრადიცია აშშ-ში, სადაც დაკავების ორდერი გაიცა.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close