მსოფლიოეკონომიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცხოვრებთა 93% შეშფოთებულია ცხოვრების გაძვირებით – „ევრობარომეტრის“ კვლევა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცხოვრებთა 93% შეშფოთებულია ცხოვრების გაძვირებით, მათ შორის, პროდუქტებისა და ენერგიის ფასების ზრდით – ასეთია  „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები.

ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება საბერძნეთში, კვიპროსსა და პორტუგალიაშია, სადაც გამოკითხულთა თითქმის 100% მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ლიტვაში ცხოვრების გაძვირება გამოკითხულთა 96%-ს აწუხებს, ესტონეთში – 93%-ს, ლატვიაში – 92%-ს.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის მცხოვრებთა თითქმის ნახევარი (46%) ამბობს, რომ მათი ცხოვრების დონე უკვე დაეცა კორონავირუსის პანდემიის, უკრაინაში ომის და ცხოვრების გაძვირების გამო, 45% კი აცხადებს, რომ უკვე სირთულეებს აწყდება შემოსავლის დონის გამო, 39%-ს მიაჩნია, რომ მათი ცხოვრების დონე 2023 წელსაც შემცირდება. მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ ამ წელში მათი ცხოვრების დონე ისეთივე დარჩება, როგორიც იყო.

 

ფასების ზრდის გამო შეშფოთებულ მცხოვრებთა რიცხვის რაოდენობა ევროკავშირში 90%-ს აღემატება თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში, ავსტრიის (89%), სლოვენიის (88%), ნიდერლანდების (81%), დანიის (77%) და შვედეთის (74%) გარდა.

„ევრობარომეტრის“ კვლევის თანახმად, საკვები პროდუქტების ფასებისა და კომუნალური გადასახადების ტარიფების ზრდამ ევროპაში ყველა სოციალურ ფენაზე იქონია გავლენა.

კვლევა ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარდა ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში 27-ვე წევრ ქვეყანაში,  გამოიკითხა  26 000 ადამიანი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close