საზოგადოებასაქართველო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა

რეფერენტული ფასებით მედიკამენტების გაყიდვა აფთიაქებში 15 თებერვლიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტულ კომპანიებს 15 თებერვლიდან ეკრძალებათ დაწესებულ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად ამ კატეგორიის წამლების გაყიდვა. ამ ცვლილების მიზანია, გაიზარდოს საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

სამინისტროს ცნობით, ფარმაცევტულ სექტორს 31 იანვრამდე აქვს ვადა, რომ მედიკამენტების ფასებს გადახედოს. თუკი ფარმაცევტული კომპანიები რომელიმე მედიკამენტის ფასთან დაკავშირებით დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენენ, რომ მისი გაყიდვა ზედა ზღვარზე დაბალ ფასად შეუძლებელია, უწყებაში შექმნილი სპეციალური საბჭო საკითხს განიხილავს და ზოგიერთი წამლის ფასის ზედა ზღვარი შესაძლოა შეიცვალოს (გაიზარდოს).

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალებისა და მათი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესის დაზღვევას უზრუნველყოფს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close