საზოგადოებასაქართველო

„ქართველი მერილინ მონრო… საქართველო საუკეთესოა!“ – სოფი ლორენის შვილს ქართველი გოგონა შეუყვარდა

სოფი ლორენის შვილს, კარლო პონტი უმცროსს ქართველი გოგონა შეუყვარდა. 

ისტორია 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო…

„კურიერი პიესმა“ გაარკვია, რომ სოფი ლორენის ვაჟი ახალ წელს თბილისში, დიღმის მასივში შეხვდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ცნობილ იტალიელ დირიჟორს ქართველი მარიამ შარმანაშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა.

კარლო პონტი უმცროსმა თავის ფეისბუქგვერდზე გასული წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა მარიამის ფოტო მინაწერით: „ვგიჟდები ჩემს უდიდეს სიყვარულზე, მარიამ შარმანაშვილზე – ქართველი მერილინ მონრო. საქართველო საუკეთესოა!“

მანამდე, 2022 წლის 21 აგვისტოს კარლო პონტიმ მარიამის ვიდეოზე ინსტაგრამში კომენტარი დატოვა: „ჩემო ქალღმერთო! ღმერთს მადლობას ვწირავ ჩემს ცხოვრებაში შენი ყოფნის ყოველი წამისთვის!“

გასული წლის 26 ნოემბერს მარიამმა გამოაქვეყნა თავის ფეისბუქზე ერთად გადაღებული ფოტო მინაწერის გარეშე. ფოტო შვეიცარიაში, ჟენევაშია გადაღებული (სხვათა შორის, სოფი ლორენის უფროსი ვაჟი – კარლო, რომელსაც მამის სახელი ჰქვია, ჟენევაში დაიბადა 1968 წლის 29 დეკემბერს. „კურიერი p. s.-ის ინფორმაციით, კარლო პონტი უმცროსმა თავისი ბოლო დაბადების დღე საქართველოში აღნიშნა და რამდენიმე იტალიელი სტუმარიც მოიწვია).

კარლო პონტი უმცროსი 54 წლისაა. იგი ორკესტრის დირიჟორია და ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. იგი 2013 წლიდან  ლოს-ანჯელესის ვირტუოზების ორკესტრის (Los Angeles Virtuosi Orchestra) დირიჟორია.

მარიამ შარმანაშვილს საკუთარ ფეისბუქგვერდზე უწერია, რომ მუშაობს „ზუმბაში“ ფიტნეს ინსტრუქტორად და ლიცენზირებულ პერსონალურ ტრენერად.

მარიამის მიერ ინსტაგრამზე 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ „ზუმბას“ გოგონებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე კარლო პონტიმ დაწერა კომენტარი: „მშვენიერი ქალთევზა მარჯვენა ქვედა კუთხეში – ჩემია! ბოდიში, ზვიგენებო!“

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close