მოგზაურობა

ქუთაისი-პარიზის ბორტზე მყოფი მგზავრი გარდაიცვალა – რა გადაწყვეტილება მიიღო ეკიპაჟმა

ქუთაისი-პარიზის რეისზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცუდად გახდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, მგზავრს ინსულტი განუვითარდა.

როგორც Wizz Air-ში განაცხადეს, თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ერთ-ერთმა მგზავრმა შეუძლოდ იგრძნო თავი. მომხდარის გამო ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი უკან, ქუთაისის აეროპორტში დაებრუნებინა.

ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით 19:05 საათზე დაჯდა .

„თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავდა, რათა საწვავი გაეხარჯა, რადგან სავსე ავზით თვითმფრინავის დასმა სარისკოა. მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე იყო“, – განაცხადეს Wizz Air-ში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეისი პარიზში 21:30-ზე გაფრინდებოდა. რაც შეეხება პარიზიდან მომავალ რეისს, ისიც გადაიდება.

თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა გააუქმა  7 იანვრის ფრენა, რომელიც ქუთაისიდან პარიზში და უკუმიმართულებით უნდა შეესრულებინა. შეტყობინება ამ რეისის მგზავრებმა უკვე მიიღეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close