ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოება

„უფალო, მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება“ – ყველა დროის ბესტსელერის, „პატარა პრინცის“ ავტორის ლოცვა

მწერლის და მფრინავის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ („Le Petit Prince“) ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, ის თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია. ეგზიუპერის ეს ნაწარმოები საფრანგეთში XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი 1944 წლის 31 ივლისს მორიგი სამხედრო დავალების, საჰაერო სადაზვერვო მისიის შესრულებისას გაუჩინარდა.

დილის ლოცვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ეგზიუპერმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში დაწერა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს შეგვახსენებს და ღრმად აღწევს სულსა და გონებაში.

„უფალო, მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

არ გთხოვ სასწაულებს და ხილვებს, არამედ ძალას ყოველდღიური ცხოვრებისთვის!

გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა შესაფერის მომენტში იმ ცოდნას და გამოცდილებას დავეყრდნო, რომლებიც განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე.

დაადასტურე ჩემი არჩევანი საკუთარი დროის განაწილებაში!

მომმადლე ალღო, რათა არსებითი მეორეხარისხოვნისგან გავარჩიო.

მომეცი ძალა, თავშეკავება და საშუალება იმისათვის, რომ ცხოვრებამ კი არ გამიტაცოს, არამედ გონივრულად დავგეგმო ჩემი ყოველი დღის მსვლელობა.

დამეხმარე, რათა რაც შეიძლება უკეთ შევხვდე უახლოეს მომავალს და მივიღო აწმყოს ეს მომენტი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

მომეცი შეგნება, ნათლად შევიმეცნო, რომ ცხოვრებას თან ახლავს სიძნეელები, წარუმატებლობები, რომლებიც ზრდის და მომწიფების შესაძლებლობას გვაძლევს.

მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს მათ, ვინც ყველაზე დამდაბლებულია.

მომეცი არა ის, რაც თავად მსურს, არამედ ის, რაც მჭირდება.

მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება!

იყოს ნება შენი“.

nostal.ge-ს თარგმანი ფრანგულიდან

აი ორიგინალიც ფრანგულ ენაზე:

Seigneur, apprends-moi l’art des petits pas

Seigneur, apprends-moi l’art des petits pas.

Je ne demande pas de miracles ni de visions, mais je demande la force pour le quotidien!

Rends-moi attentif et inventif pour saisir au bon moment les connaissances et expériences qui me touchent particulièrement.

Affermis mes choix dans la répartition de mon temps.

Donne-moi de sentir ce qui est essentiel et ce qui est secondaire.

Je demande la force, la maîtrise de soi et la mesure, que je ne me laisse pas emporter par la vie, mais que j’organise avec sagesse le déroulement de la journée.

Aide-moi à faire face aussi bien que possible à l’immédiat et à reconnaître l’heure présente comme la plus importante.

Donne-moi de reconnaître avec lucidité que la vie s’accompagne de difficultés, d’échecs, qui sont occasions de croître et de mûrir.

Fais de moi un homme capable de rejoindre ceux qui gisent au fond.

Donne-moi non pas ce que je souhaite, mais ce dont j’ai besoin.

Apprends-moi l’art des petits pas!

Ainsi soit-il.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close