ტექნოლოგიები

გერმანიაში ელექტრომანქანების დასამუხტ გზას აგებენ

როგორც ჩანს, გერმანიაში ელექტრომანქანების გამოყენებისთვის სრულ კომფორტს ქმნიან — Businesswireის ცნობით, ქვეყანაში აგებენ გზას, რომელზე გადაადგილების დროსაც კომერციული და საქალაქო ელექტროტრანსპორტი უსადენოდ დაიმუხტება.

პროექტზე კომპანია Electreon-ი მუშაობს, რადგან ის EV-ების უსადენო დატენის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელია. ამას ადასტურებს მოპოვებული ჯილდოები როგორც ეკომეგობრულობის, ისე წამყვანი ტექნოლოგიებისთვის. Electreon, ელექტროტრანსპორტის დამტენების უდიდეს გერმანულ მწარმოებელთან, EnBW-სთან ერთად, ქალაქ ბალინგენში გზის გასწვრივ 1-კილომეტრიან ელექტრულ სისტემას შექმნის.

ინიციატივის დეტალები უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ახალ ტექნოლოგიას ელექტრომანქანების დამუხტვა ორგვარად შეეძლება: დინამიკურ და სტატიკურ მდგომარეობაში. თუ აქამდე EV-ების მფლობელებს კონკრეტული სივრცეების ძებნა უწევდათ მანქანის დასამუხტად, ახლა ეს გზა ამ პრობლემას ხსნის – ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც უფრო დიდხანს უზრუნველყოფს, დამუხტვის პროცესი კი სრულიად უსაფრთხო და ძალიან სწრაფია.

„პროექტი აჩვენებს, რომ ინოვაციურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ გერმანიაში ელექტრომობილურობის წახალისებაზე. ჩვენ ჰოლისტური მიდგომა გვაქვს და გვსურს, უსადენო დამუხტვის ტექნოლოგია გერმანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვარგოთ“, — აღნიშნავს EnBW-ის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი მაქსიმილიან არნოლდი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close