fbpx
ფსიქოლოგიასაზოგადოება

2023 წელს შვიდიანი მსჭვალავს – ახალი წლის გამამხნევებელი პოსტი გია მურღულიასაგან

„როგორ ახერხებ, რომ ყოველდღე კარგ ხასიათზე ხარ?“ – უკითხავთ მოხეტიალე მუსლიმი ბერისთვის მოწაფეებს. პასუხი გენიალურად მარტივია…. რატომ მსჭვალავს შვიდიანი 2023 წელს? პასუხი აქაც ძალზე მარტივია – მათი ჯამი კი თურმე ბედნიერებაა. ლიტერატორი, პედაგოგი და მეცნიერი გია მურღულია თავის საახალწლო პოსტში სწორედ ამაზე საუბრობს:

„განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ სუფიას მოწაფეებმა ჰკითხეს, როგორ ახერხებ, რომ ყოველდღე კარგ ხასიათზე ხარო? იმან უპასუხა: ეს ძალიან ადვილია. ყოველ დილას, როცა მეღვიძება, ჩემს თავს ვეკითხები – აბა, დღეს ბედნიერი გინდა იყო თუ უბედური? ჰოდა, რა თქმა უნდა, პირველს ვირჩევ.

ჩვენ ყოველთვის თავად ვიქმნით საკუთარ განწყობას. ახალი წელია და, მოდით, ასე ვიფიქროთ:

ნუმეროლოგიაში (რომლის ერთ-ერთ გამორჩეულად დიდ წარმომადგენლად გენიალური პითაგორა მიიჩნევა) რიცხვი 7 ბედნიერებას განასახიერებს.

აბა, ახლა დააკვირდით, რას უდრის 2023 წლის ციფრთა ჯამი?

დიახ – შვიდს.

ეს ბედნიერების წელია. ცხოვრებაში ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი რამ ხდება. წელსაც ასე იქნება, მაგრამ მთავარი რამ ყველაფერ ამის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაა.

მადლობა ვუთხრათ ღმერთს ყოველი გათენებული დღისთვის (ეს ღვთაებრივი საჩუქარია), გვქონდეს სიხარულიან დღეთა იმედი და ნებისყოფა გავაძლიეროთ უარეს დღეებიდან ღირსეულად გასამკლავებლად.

2023 წელს შვიდიანი მსჭვალავს.

გილოცავთ ახალ წელს!

ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, თავისუფალი კაცის ღიმილს, დღეგრძელობას, საინტერესო ცხოვრებას.

და იმ სუფიას შეგონება არ დაგავიწყდეთ!

ახლა კი მთავარი კითხვა :

დღეს ბედნიერნი გინდათ იყოთ თუ უბედურნი?”

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close