სპორტი

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, რონალდუს ხელფასი ახალ გუნდში 200 მლნ ევრო იქნება

პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ საუდის არაბეთის კლუბმა „ალ-ნასრმა“ 30 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადა.

ლეგენდარული ფეხბურთელი ახალ გუნდში ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს, – ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოს ავრცელებს. ეს ნამდვილად ასტრონომიული თანხაა და ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია ასეთი ხელფასი.

წლიურ 200 მილიონს დროის უფრო მცირე მონაკვეთების მიხედვით თუ გადავიანგარიშებთ, გამოდის, რომ რონალდუ თვეში 16.6 მილიონი ევროს მიიღებს, ყოველკვირეულად – 3.8 მილიონ ევროს, ყოველდღიურად – 550 000 ევროს, საათში – 23 000 ევროს, წუთში – 385 ევროს და წამში –  6.4 ევროს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close