ლეგენდარულ პელეს ქალაქ სანტოსში, „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ვერტიკალური სასაფლაო. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 2 იანვარს საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც სამგლოვიარო პროცესია ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლებს და ჩაივლის ფეხბურთელის დედის, 100 წლის სელესტე არანტისის სახლთან.
3 იანვარს პელეს „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.
14 სართულისგან შემდგარი ვერტიკალური სასაფლაო „ეკუმენიკა“ 1983 წელს აშენდა. ის 1,8 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და 16 000-მდე საფლავს იტევს.
ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ პელეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
imedinews.ge
ამავე თემაზე: ლეგენდარული პელე გარდაიცვალა
კომენტარები