რჩევებისაზოგადოება

„მორჩით წუწუნს! ყველაფერი ხუთჯერ უკეთესადაა, ვიდრე ადრე იყო“ – 98 წლის მილიარდერის ოქროს რჩევა

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ს ვიცე-თავმჯდომარე და ლეგენდარული უორენ ბაფეტის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ჩარლი მანგერი ახალგაზრდებს რჩევას აძლევს – შეწყვიტონ მუდმივი წუწუნი და ცხოვრებით დატკბნენ, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს ამაზე უკეთესი საცხოვრებელი პირობები არასოდეს ჰქონია.

„გეყოფათ, შეწყვიტეთ ყველაფერზე მუდმივი წუწუნი! ცხოვრება ასეთი კარგი და კომფორტული არასოდეს ყოფილა, მიუხედავად ამისა, ადამიანები ახლა გაცილებით უფრო უკმაყოფილონი არიან, ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი ჩემი ასაკის ადამიანისთვის განსაკუთრებით უცნაური სანახავია, რადგან მე მსოფლიო ომი გამომივლია, დიდი დეპრესია გამომიცია, არაერთი ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კოლაფსი გადამილახავს, მაშინ ცხოვრება გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ახლა.

თქვენ სათანადოდ არ აფასებთ, ეკონომიკურ განვითარებას, ტექნოლოგიურ პროგრესს, თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. 30-40-იან წლებში საშინელ გამოწვევებთან გვიწევდა გამკლავება, სამედიცინო დახმარება ფუფუნება იყო, სწორედ ამიტომ ცხოვრებაც საკმაოდ ხანმოკლე, რთული და მტანჯველი იყო.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხუთჯერ უკეთესი გახდა, უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს უბედურად, რადგან ვიღაც სხვას მათზე მეტი აქვს. დიახ, თანამედროვე უბედურების მიზეზი შური და ბოღმაა, ამ პრობლემას კი სოციალური მედია განსაკუთრებით ამწვავებს. გირჩევთ, სხვისი გამდიდრების ამბავი არა შურის გასაღვივებლად, არამედ მოტივაციისა და შთაგონების მისაღებად გამიყენოთ“, – განაცხადა 98 წლის მილიარდერმა ინვესტორმა.

უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის ხელმძღვანელობით Berkshire Hathaway პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 674 მილიარდ დოლარს შეადგენს.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close