მსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკი ეძებს „ვინმეს, საკმარისად სულელს“, რომელიც ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მას შეცვლის

ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი წერს, რომ  ამ პოსტს მაშინვე დატოვებს, როგორც კი შემცვლელს იპოვის.

„აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დავტოვებ, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს“, – წერს ილონ მასკი.

მანამდე ილონ მასკმა ტვიტერში გამოკითხვა ჩაატარა და ხელმომწერებს ჰკითხა აზრი ამ საკითხზე. გამოკითხვაში მონაწილეთა  57.5 პროცენტმა  მხარი დაუჭირა იმას, რომ მან ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვოს.

ილონ მასკმა მიკრობლოგი ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს და მისი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

ამერიკელი მილიარდერი, ბიზნეს მაგნატი და ინვესტორი ილონ მასკი  ამ დროისთვის „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეშია. მისი ქონება 219 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.  იგი 48 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს, „ამაზონის“ მფლობელს, რომლის ქონებას „ფორბსი“ 171 მილიარდ დოლარად აფასებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close