არტისტიკრიმინალი

რობერტ დე ნიროს სახლში დააკავეს ქალი, რომელიც საშობაო საჩუქრებს იპარავდა

ნიუ-იორკში დააკავეს ქალი, რომელიც მსახიობ რობერტ დე ნიროს სახლში საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრების მოპარვას ცდილობდა.

უჩვეულო მძარცველის შეჭრის მომენტში მსახიობი და მისი ქალიშვილი სახლში იმყოფებოდნენ. თავად 79 წლის ოსკაროსანი მსახიობი დე ნირო, მისი წარმომადგენელის თქმით,  თავს კარგად გრძნობს და მომხდარის კომენტირებას არ აპირებს.

ნიუ-იორკის პოლიციის სპიკერის თქმით, ქალი მსახიობის სახლში სარდაფიდან შეიპარა. ის პოლიციის ეკიპაჟმა შენიშნა. მათ სავარაუდო დამნაშავე მისაღებში იმ დროს დააკავეს, როცა მოპარული საჩუქრების ჩანთაში ჩალაგებას ცდილობდა.

დაკავებული მანჰეტენში მცხოვრები 30 წლის შანის ევილესი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ევილესი წარსულში ძარცვის მცდელობისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close