იტალიაპოლიტიკა

როგორ გამოიყურება 53 წლით უმცროს ცოლთან ერთად საშოპინგოდ გამოსული 86 წლის სილვიო ბერლუსკონი (ვიდეო)

იტალიის ექს-პრემიერი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი სილვიო ბერლუსკონი მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია. ის კამერებს არც 86 წლის ასაკში ერიდება, თუმცა ახალ კადრებს რამდენიმე თვის წინანდელს, მის ბოლო ქორწინების დროინდელს თუ შევუდარებთ, ვნახავთ, რომ ბერლუსკონი საგრძნობლად მოტეხილია.

კამერამ იგი მაშინ დააფიქსირა, როდესაც 53 წლით უმცროს ცოლთან (რომელიც 33 წლისა 9 იანვარს ხდება), მარტა ფაშინასთან ერთად სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. განუყრელ შავ პალტოში და სპორტულ ფეხსაცმელებში გამოწყობილი ბერლუსკონი წაბორძიკების მიუხედავად ცდილობს, არ შეიმჩნიოს უძლურება და ხელს არ უშვებს მეუღლეს.

2022 წლის მარტში 85 წლის სილვიო ბერლუსკონი მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული 32 წლის პოლიტიკოსი მარტა ანტონია ფაშინა გახლავთ. ის იტალიის პარლამენტის წევრია პარტიიდან „ფორცა იტალია“ („Forza Italia“), რომელსაც ბერლუსკონი ხელმძღვანელობს.

წყვილმა ურთიერთობა იურიდიულად არ გააფორმა, თუმცა მათ ბერლუსკონის კუთვნილ, მილანის მახლობლად მდებარე XVIII საუკუნის ვილა გერნეტოს ისტორიულ მამულში მდიდრული ქორწილი გადაიხადეს, რომელსაც 60-მდე სტუმარი ესწრებოდა – ყველაზე ახლობელი ადამიანები.

უნდა აღინიშნოს, რომ

ბერლუსკონიმ და მისმა ახალგაზრდა მეუღლემ ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს ყოფილი პრემიერის შვილების გამო. როგორც Daily Mail-ი წერს, 85 წლის პოლიტიკოსის ქონება 5 მილიარდ ფუნტზე მეტია.

იტალიური მედია ამტკიცებს, რომ ბერლუსკონის ხუთივე შვილი კატეგორიული წინააღმდეგია წყვილის ურთიერთობის გაოფიციალურებისა, რადგან მამის ახალგაზრდა მეუღლეს, ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მრავალმილიარდიანი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუძლია მოითხოვოს.

დღევანდელ ვიდეოს თუ შევადარებთ, ექსპრემიერის ნაბიჯები მართლაც რომ შეცვლილია…

ნუცა ყაველაშვილი

მსგავს თემაზე: ბერლუსკონის ყოფილი შეყვარებული მომღერალ ქალზე დაქორწინდა

ბერლუსკონის ყოფილი შეყვარებული მომღერალ ქალზე დაქორწინდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close