fbpx
იტალიასაზოგადოება

ბერლუსკონის ყოფილი შეყვარებული მომღერალ ქალზე დაქორწინდა

ბერლუსკონის ყოფილი პარტნიორი ფრანჩესკა პასკალე მომღერალ ქალზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ყოფილი შეყვარებული ფრანჩესკა პასკალე ​რომაელ მომღერალ და სიმღერების ავტორ პაოლა ტურჩიზე ტოსკანაში 2 ივნისს დაქორწინდა.

უცხოურ მედიაში ბერლუსკონისა და ფრანჩესკა პასკალეს რომანზე ხშირად წერდნენ. ბერლუსკონი პასკალეს 7-წლიანი რომანის შემდეგ 2020 წელს დაშორდა.

2020 წლიდან არის ცნობილი ფრანჩესკა პასკალესა და პაოლა ტურჩის რომანტიკული ურთიერთობის შესახებაც – მას შემდეგ, რაც გამოცემა Oggi-ს პაპარაცებმა ისინი 30-მეტრიან იახტაზე დააფიქსირეს, როდესაც ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ. გამოცემამ ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ამას მათი მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია – პასკალეს და ტურჩის თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობები აქამდე არასდროს დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ. და აი ახლა, როდესაც ურთიერთობები ოფიციალურად გააფორმეს, მაინც შეძლებისდაგვარად კონფიდენციალობას იცავენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close